ქიმია. გაკვეთილი I by ArtyomKhavshabov

VIEWS: 630 PAGES: 3

									                  ატომის აგებულება, იზოტოპები

   ჩვენი გარემომცველი სამყარო ოდითგანვე იყო ადამიანის ინტერესის სფერო და
შესწავლის საგანი. ჩვენ დედამიწაზე ვცხოვრობთ, დედამიწა მზის სისტემის
პლანეტაა, მზის სისტემა ჩვენს გალაქტიკას ეკუთვნის, გალაქტიკა უკიდეგანო
სამყაროს შემადგენელი ნაწილია... სამყარო უსასრულოა თავის უდიდეს ზომებში,
მაგრამ რამდენად სასრულია იგი თავის უმცირეს ზომებში?
სად წყდება სამყაროს შემადგენელი უმცირესი ნაწილაკების დაყოფის ზღვარი?
  სამყაროს    შემადგენელ    ობიექტებს   სხეულები     ეწოდებათ,   სხეულები
ნივთიერებებისგან შედგებიან, ნივთიერებები – მოლეკულების, მოლეკულები-
ატომებისგან.
                                  სამყარო
                                     ↓
                                  სხეული

                               ნივთიერება
                                   ↓
                               მოლეკულა
                                   ↓
                                 ატომი

  სწორედ ატომი არის ის უმცირესი ქიმიურად განუყოფელი ნაწილაკი,
რომლისგანაც არის აგებული სამყარო. ატომები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან
შედგენილობით და მასით. ერთნაირ ატომებს ქიმიური ელემენტი ეწოდებათ.
დღეისათვის ცნობილი განსხვავებული ატომების ანუ ელემენტების რიცხვმა 110-
ს გადააჭარბა. ისინი თავმოყრილია ელემენტთა პერიოდულ სისტემაში, სადაც
მათ თავიანთი სიმბოლო და რიგობრივი ნომერი აქვთ მიკუთვნებული.
M
მაინც როგორია ატომი და რისგან შედგება იგი?

                             ატომი    ელექტრონეიტრალური,      ქიმიურად
                              განუყოფელი ნაწილაკია, რომელიც დადებითად
                               დამუხტული    ბირთვისა    და   უარყოფითი
                               ელექტრონული გარსისაგან შედგება.


   ბირთვი თავის მხრივ შედგება პროტონებისა და ნეიტრონებისაგან.
პროტონებს დადებითი მუხტი აქვთ, ნეიტრონს – მუხტი არ აქვს ანუ
ნეიტრალურია. ატომში პროტონებისა და ელექტრონების რიცხვი თანაბარია.
პროტონის და ნეიტრონის მასა 1 –ის ტოლია, ელექტრონის მასა კი ახლოსაა
ნულთან, ამიტომ ატომის მასა განისაზღვრება პროტონებისა და ნეიტრონების
რიცხვით.

  ნაწილაკი      სიმბოლო          მასა        მუხტი        სად გვხვდება
  პროტონი           p             1            +1           ბირთვში
  ნეიტრონი          n             1             0           ბირთვში
 ელექტრონი          e             0            -1       ბირთვის გარშემო
     პროტონი და ნეიტრონი დაახლოებით ერთი ზომის ნაწილაკებია, მაშინ როცა
ელექტრონის მასა დაახლოებით 1840-ჯერ მცირეა თითოეულ მათგანზე. ამის გამო,
ელექტრონის მასა პირობითად ნულის ტოლად არის ჩათვლილი.

  როგორც ვხედავთ, ატომის მთელი მასა თავმოყრილია ბირთვში. ბირთვში
  პროტონებისა და ნეიტრონების ჯამს მასური რიცხვი (A) ეწოდება. მასური
  რიცხვის მნიშვნელობა ემთხვევა ბირთვის მასას და მთელ რიცხვამდე
  დამრგვალებულ    ატომურ   მასას (სიმცირის გამო      ელექტრონის მასა
  უგულვებელყოფილია):
                                A = Z + N,
     სადაც Z - პროტონების რაოდენობაა, N - ნეიტრონების რაოდენობა. ამ
ფორმულიდან:
           თუ უცნობია ნეიტრონების რიცხვი, მაშინ N = A - Z
              თუ უცნობია პროტონების რიცხვი, მაშინ   Z=A–N

მიუხედავად იმისა, რომ ატომში არსებობს უარყოფითად და დადებითად
დამუხტული ნაწილაკები, ატომი ელექტრონეიტრალურია. ცხადია, რომ
დადებითად დამუხტული პროტონებისა და უარყოფითად დამუხტული
ელექტრონების რაოდენობა ტოლია. პროტონების ჯამური დადებითი მუხტი
განეიტრალებულია ელექტრონების ჯამური უარყოფითი მუხტით.             თუ ეს
თანაფარდობა დაირღვა (ატომმა გასცა ან მიიღო ელექტრონი), მაშინ მივიღებთ
დადებითად (ელექტრონების გაცემის შემთვევაში), ან უარყოფითად (ელექტრონების
მიღების შემთხვევაში) დამუხტულ ატომს: დამუხტულ ატომს იონი ეწოდება.

                                იზოტოპები

  ერთი და იმავე ელემენტის ატომებს, რომელთაც აქვს პროტონების ერთნაირი
  რაოდენობა, მაგრამ განსხვავდებიან ნეიტრონების რიცხვით, ე. ი. მასური
  რიცხვით, იზოტოპები ეწოდებათ.

იზოტოპები ერთი და იგივე ელემენტის ატომებია, ისინი პერიოდულ სისტემაში
ერთ უჯრაშია მოთავსებული ერთი და იგივე რიგობრივი ნომრით.
     იზოტოპებს ახასიათებენ ორი სიდიდით: მასური რიცხვით და ატომური
ნომრით:                         A
                                   Z   E
E არის ელემენტი, Z არის მისი რიგობრივი ნომერი, ხოლო A - მასური რიცხვი.
                                A
მაგალითად:
 ელემენტ წყალბადს აქვს სამი იზოტოპი:

                       პროთიუმი - წყალბადი, რომელსაც ბირთვში მხოლოდ
                        ერთი პროტონი აქვს;
                                            1
                                           1 H
                       დეიტერიუმი - ბირთვში ერთი პროტონით და ერთი
                        ნეიტრონით;
                                            2
                                           1 H
                               ტრითიუმი - ერთი პროტონით და ორი ნეიტრონით.

                                                 3
                                                1 H

                            თუ გვინდა გავიგოთ რამდენი პროტონი და
                        ელექტრონია რომელიმე ელემენტის ატომში, უნდა
                        ვნახოთ     მისი  რიგობრივი    ნომერი   პერიოდულ
                        სისტემაში, ხოლო ნეიტრონთა რიცხვის გასაგებად უნდა
                        ვიპოვოთ სხვაობა ატომის მასასა და რიგობრივ ნომერს
შორის. მაგალითად:

      17
           37   Cl   ქლორის    ოცდაჩვიდმეტატომწონიან   იზოტოპში    ნეიტრონთა
რიცხვია N= 37-17=20.
   ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ელემენტის სახეობას განსაზღვრავს ატომის
ბირთვის მუხტი ანუ პროტონების რიცხვი ატომში.

      როგორც ხედავთ, ერთი და იმავე ელემენტის ატომებს განსხვავებული
შეიძლება ჰქონდეთ ნეიტრონებისა (იზოტოპები) და ელექტრონების რიცხვი
(იონები), მაგრამ თუ ორ ატომს განსხვავებული პროტონების რიცხვი აქვთ, მაშინ
ისინი სხვადსხვა ელემენტის ატომებია. პროტონების თუნდაც ერთი ერთეულით
შეცვლა იწვევს მთლიანად ელემენტის ცვლილებას. ანუ, ატომის შედგენილობაში
მყოფი ნაწილაკებიდან მხოლოდ პროტონი განაპირობებს ქიმიური ელემენტის
სახეობას:

  ქიმიური ელემენტი არის ატომთაA სახეობა, რომლებიც ბირთვის ერთნაირი
  მუხტით ხასიათდებიან.

  ამრიგად, პირველ გაკვეთილში გავეცანით სამყაროს           ამგები    ქიმიურად
განუყოფელი უმცირესი ნაწილაკის - ატომის შედგენილობას.




                         გისურვებთ წარმატებებს!

								
To top